Sunday, October 11, 2015

გაკვეთილის გეგმა ქიმიაში

თემა: იზომერია - ქიმიური ომონიმები
მიზანი: მოსწავლე განმარტავს იზომერებს, ადგენს იზომერების სტრუქტურულ და შეკვეცილ სტრუქტურულ ფორმულებს. განიხილავს სტრუქტურული იზომერიის სახეებს, მოჰყავს სათანადო მაგალითები. ხსნის იზომერიის მოვლენას ქიმიური
აღნაგობის თეორიიდან გამომდინარე.
მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები:
ქიმ.XI.5. მოსწავლეს შეუძლია ორგანული ნაერთების დახასიათება. მათი მნიშვნელობის შესახებ მსჯელობა.
  • მსჯელობს ორგანულ ნაერთთა აღნაგობის თეორიის ძირითად დებულებებზე.
  • ადგენს მარტივი შედგენილობის ორგანული ნაერთების იზომერების სტრუქტურულ ფორმულებს
კლასი: XI.  
გაკვეთილის მსვლელობა: 
აქტივობა 1.(10 წთ)
წინა მასალის გამოკითხვა. მოსწავლეები მსჯელობენ ნახშირბადის ატომების თავისებურებებზე, ბმების ხასიათზე.მოსწავლეები მსჯელობენ აღნაგობის თეორიის მეორე დებულებაზე, რომ აღნაგობა განაპირობებს ნივთიერების  ქიმიურ თვისებებს.
აქტივობა 2. გონებრივი იერიში   (5 წთ)
მოსწავლეებს ეძლევათ დავალება შეადგინონ პროპანის და ბუტანის სტრუქტურული ფორმულები, ვაძლევ მითითებას, რომ დაუკავშირონ ერთმანეთს ნახშირბადის ატომები და დანარჩენი ვალენტობები შეავსონ წყალბადით.
აქტივობა 3.სიღრმისეული წვდომა (15 წთ)
 ვაძლევ დავალებას შეეცადონ პროპანის და ბუტანის სტრუქტურულ ფორმულაში შეცვალონ ნახშირბადოვანი ჩონჩხი. გააზრების შემდეგ დაასკვნიან, რომ პროპანს არ გააჩნია იზომერები, ხოლო ბუტანს კი.
აქტივობა 4.გააზრება, (11წთ)
დასკვნის გაკეთება:მოსწავლეები გაიაზრებენ და ასკვნიან, რომ არსებობს ორი სახის ბუტანი და რომ აღნაგობის თეორია მართებულია.
საშინაო დავალება:(4 წთ)სახელმძღვანელოს შესაბამისი ტექსტის დამუშავება. ტექსტის სავარჯიშოები წერილობით.
შეფასება:განმსაზღვრელი. საკლასო მუშაობის სქემის მიხედვით

No comments:

Post a Comment