Sunday, October 11, 2015

პროეტი


  1. პროექტის სახელწოდება:   ალკენები
  2. პროექტის მთავარი იდეა (თემა)1-2 წინადადებით: მოსწავლეები  საფუძვლინად გეცნობიან ალკენების სტრუქტურას, ნახშირბადოვან და ჯაჭვის  იზომერიას, ორმაგი ბმის იზომერიას , სივრცით იზომერის (ცის და ტრანს იზომერია)
  3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები ერთად შეიმუსავებენ პროექტის გეგმას.
  4. პროექტის მიზნები:  მოსწავლეები გაეცნობიან ალკენების სტრუქტურას და გეომეტრიულ იზომერებს და გაერკვევიან ალკენების  იზომერების მრავალფეროვნებას.
           მონაწილეთა ასაკი: IX-კლასი.
  1. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.
  2. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  მოსწავლეები გაერკვევიან  ალკენების იზომერიაში, შექმნიან სლაიდებს  და ბლოგს.
  3. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ი.ს.ტ.  დამატებითი ლიტერატურ, საკანცელარიო ნივთები.
  4. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები დაიყოფიან 
  5. ჯგუფებდ, მოიძიებენ თეორიულ მასალას ინტერნეტით, შექმნიან პლაკტებს .
  6. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მათემატიკა , მათ.IX.  8.    მოსწავლეს   შეუძლია ფიგურათა    თვისებების გამოყენება , ფიგურათა კლასიფიკაციისთვის  და მათი სახეობების შესადარებლად.ფიგურის მოცემულ თვისებებს შორის ირჩევს თვისებათა იმ მინიმალურ ერთობლიობას, რომელიც ცალსხად განსაზრვრავს ამ ფიგურას. მოცემული ხედების მიხედვით ასახელებს სივრცული ფიგურის  შესაძლო სახეობას. .ქიმIX.3 მოსწვლეს შეუშლია მონაცემთა  წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით. იყენებს სხვადასხვ  ხერხს  მონაცემთა წარმოსადგენდ.                                                                                                                                                                           11.პროექტის ხელმძღვანელი:(მასწავლებელი): ნინო ხუბუა                                    12ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: nino.xubua1@gmail.com                                                  13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: ninoxubua.blogspot.com

გაკვეთილის გეგმა ქიმიაში

თემა: იზომერია - ქიმიური ომონიმები
მიზანი: მოსწავლე განმარტავს იზომერებს, ადგენს იზომერების სტრუქტურულ და შეკვეცილ სტრუქტურულ ფორმულებს. განიხილავს სტრუქტურული იზომერიის სახეებს, მოჰყავს სათანადო მაგალითები. ხსნის იზომერიის მოვლენას ქიმიური
აღნაგობის თეორიიდან გამომდინარე.
მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები:
ქიმ.XI.5. მოსწავლეს შეუძლია ორგანული ნაერთების დახასიათება. მათი მნიშვნელობის შესახებ მსჯელობა.
  • მსჯელობს ორგანულ ნაერთთა აღნაგობის თეორიის ძირითად დებულებებზე.
  • ადგენს მარტივი შედგენილობის ორგანული ნაერთების იზომერების სტრუქტურულ ფორმულებს
კლასი: XI.  
გაკვეთილის მსვლელობა: 
აქტივობა 1.(10 წთ)
წინა მასალის გამოკითხვა. მოსწავლეები მსჯელობენ ნახშირბადის ატომების თავისებურებებზე, ბმების ხასიათზე.მოსწავლეები მსჯელობენ აღნაგობის თეორიის მეორე დებულებაზე, რომ აღნაგობა განაპირობებს ნივთიერების  ქიმიურ თვისებებს.
აქტივობა 2. გონებრივი იერიში   (5 წთ)
მოსწავლეებს ეძლევათ დავალება შეადგინონ პროპანის და ბუტანის სტრუქტურული ფორმულები, ვაძლევ მითითებას, რომ დაუკავშირონ ერთმანეთს ნახშირბადის ატომები და დანარჩენი ვალენტობები შეავსონ წყალბადით.
აქტივობა 3.სიღრმისეული წვდომა (15 წთ)
 ვაძლევ დავალებას შეეცადონ პროპანის და ბუტანის სტრუქტურულ ფორმულაში შეცვალონ ნახშირბადოვანი ჩონჩხი. გააზრების შემდეგ დაასკვნიან, რომ პროპანს არ გააჩნია იზომერები, ხოლო ბუტანს კი.
აქტივობა 4.გააზრება, (11წთ)
დასკვნის გაკეთება:მოსწავლეები გაიაზრებენ და ასკვნიან, რომ არსებობს ორი სახის ბუტანი და რომ აღნაგობის თეორია მართებულია.
საშინაო დავალება:(4 წთ)სახელმძღვანელოს შესაბამისი ტექსტის დამუშავება. ტექსტის სავარჯიშოები წერილობით.
შეფასება:განმსაზღვრელი. საკლასო მუშაობის სქემის მიხედვით